უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.
მისივე თქმით, უკრაინასთან ურთიერთობას ძირს ოლიგარქის მე-5 კოლონა უთხრის, რომელიც საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე ხელს ითბობს.
როგორც სააკაშვილი წერს, „ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა.
„დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპათია აქვს ქართველი ხალხის მიმართ. უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5 კოლონა, რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა, ასევე ხელს ითბობს საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა“, - წერს სააკაშვილი.