აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად - გლობალური ფორუმის მონაწილეებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიღება გამართა

გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი ქართულ კულტურასა და კულინარიას გაეცნო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სპეციალური მიღება m&i-ის ფორუმის მონაწილეებისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოაწყო.

მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმი თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტარდება. ფორუმის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გაიმართება.

„m&i-ის ფორუმის დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოღვაწე მაღალი გაყიდვების მქონე კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით აქტიურად მუშაობენ.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში