გიორგი ჩაკვეტაძემ თსუ-სა და ლატვიის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის პაულ სტრადინიშის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ შეხვედრაში. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, პროექტი „სამედიცინო საგანმანათლებლო პროცესის განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება" მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას თსუ-სა და ლატვიის საუნივერსიტეტო კლინიკას შორის, გამოცდილების გაზიარებას, ტრენინგ კურსებს და სამედიცინო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

პროექტი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

„კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მუშაობს როგორც სამედიცინო განათლების, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტის ინიციატივით სკოლებში ექიმის ოთახი დაბრუნდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება კომიტეტის მიერ დაწყებულ ახალ თემატურ მოკვლევაზე გაამახვილა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვას შეეხება. როგორც მან განაცხადა, ქართულ სამედიცინო განათლებას მაღალი საერთაშორისო აღიარება აქვს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრია და ის პროგრამები, რომელსაც საქართველოში ასწავლიან სამედიცინო მიმართულებით, აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტით.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ელჩმა ლატვიაში ირაკლი ყურაშვილმა, ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და პროექტის ქართული და ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის