დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია

საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საპატრიარქოს თანამშრომელი ავადმყოფობდა.

"საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს”, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ინფორმაციისთვის, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, საპატრიარქოს დამლაგებელი ქალის გარდაცვალების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

როგორც "რუსთავი 2" წერს, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა "მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა" სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ მეუფე შიო "მოწამლეს თუ მოიწამლა - ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც".

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის