სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების  ხელმძღვანელს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ფარგლებში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ხელმძღვანელს კომისიონერ შენ ჩანგიუსა და ჩინეთის დელეგაციას შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ კუთხით ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების პოპულარიზაციას, ტექნოლოგიების გადაცემასა და გავრცელებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. სოსო გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დარგში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში.

შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა ეფექტიანი დაცვისა და აღსრულებისათვის საჭირო ქმედითი მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვისათვის.

სოსო გიორგაძემ ხაზი გაუსვა გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი საკითხია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის