საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, რომელიც უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას მიეძღვნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, დაფინანსების ახალი მოდელის დეტალები განიხილა და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მსოფლიო ბანკთან ერთად, აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნასა და დანერგვაზე, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობა მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი - საქართველო I2Q” ფარგლებში მიმდინარეობს და ის თანხვედრაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის