დავით სონღულაშვილი, თეა წულუკიანი და მზაღო დოხტურიშვილი ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენით დაჯილდოვდნენ

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს ფრანკოფონიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ფრანკოფონიისა და კულტურათაშორისი დიალოგის ორდენი „პლეადა" გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯილდო, მათ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიღებდე და ვატარებდე ასეთ მნიშვნელოვან ჯილდოს. სრულად ვაცნობიერებ, რომ ეს, ერთი მხრივ, ძალზედ საპატიოა, ხოლო, მეორე მხრივ, მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს.

ფრანკოფონიის განვითარებისთვის ჩვენმა წინა თაობებმა ძალა არ დაიშურეს და ამ პროცესს არც ჩვენ მოვაკლებთ ძალისხმევას. მოხარული ვარ, რომ შევძელით და ვუმასპინძლეთ ფრანკოფონიის დიდ ოჯახს და მსოფლიოს რუკაზე საქართველომ საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრა. თქვენ ფართოდ გაგვიღეთ თქვენი ერთობის კარი და მზად ვართ ღირსეულად ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის და დაფასებისთვის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საქართველოს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს