რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, აგვისტოში ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აგვისტოში პუტინი თურქეთს ეწვევა.

ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა ასევე ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის თემაზე.

„ეს საკითხი პუტინთან განვიხილე, და პუტინი ასევე ეწვევა თურქეთს მომავალ თვეს. კვლავ გვექნება შესაძლებლობა ეს საკითხი პირისპირ განვიხილოთ”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინთან შავი ზღვის მარცვლეულის თემის განხილვასაც ელის და იმედი აქვს, რომ მოხდება მისი მინიმუმ ორი თვით გახანგრძლივება.

„იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში - როგორც სატელეფონო დიპლომატიაში, ასევე პირადი შეხვედრის დროს, რომელიც მომავალ თვეში შედგება,” - განაცხადა ერდოღანმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი