წეროვანში ღია კარის დღე გაიმართა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვირეულის ფარგლებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების შვილებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.

უწყების განმარტებით, მოწვეულ სტუმრებს ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„ღონისძიება სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ბავშვებისთვის მოწვეულმა, გასართობი ცენტრის წარმომადგენლებმა, პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და ბავშვებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიების ფარგლებში „მხიარული სტარტებიც” მოეწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა