ხატია დეკანოიძე „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე - ღია ტერიტორიამდე ამ ხალხის მისვლა კატასტროფა იყო - ოპოზიცია რომ ყოფილიყო, ყველა შესასვლელს გადაკეტავდნენ

პოლიციას უნდა ჩაეკეტა ვიწრო ქუჩები, რომ მათი გადაადგილება არ მომხდარიყო - ოპოზიცია რომ ყოფილიყო, ყველა შესასვლელს გადაკეტავდნენ ნუცუბიძეზე უკვე, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ლისის ტბის ტერიტორიაზე „პრაიდ ფესტივალთან” დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დეკანოიძის შეფასებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა უსაფრთხო არაა.

„ღია ტერიტორიამდე ამ ხალხის მისვლა იყო კატასტროფა. პოლიციას უნდა ჩაეკეტა ვიწრო ქუჩები, რომ მათი გადაადგილება არ მომხდარიყო.

ელემენტარული ცოდნა უნდა ამას. ოპოზიცია რომ ყოფილიყო, ყველა შესასვლელს გადაკეტავდნენ ნუცუბიძეზე უკვე. არ არის იქ ყოფნა უსაფრთხო.. ჟურნალისტების მუშაობაც ძალიან საშიშია“, - წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის