„თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი ლისის ტბიდან რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებას აპირებს, ნაწილი კი, კვლავ ლისის ტბის ტერიტორიაზე რჩება

„თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი ლისის ტბიდან რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებას აპირებს, ნაწილი კი, კვლავ ლისის ტბის ტერიტორიაზე რჩება, სადაც “პრაიდ ფესტივალის” გამართვა იყო დაგეგმილი.

აღნიშნულის შესახებ მოწოდება მხარდამჭერების მიმართ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გააკეთა.

„500 კაცი წავა რუსთაველზე, დანარჩენები დავრჩებით აქ, აქაც საჭიროა ხალხი. ძირითადი ნაწილი აქ დავრჩებით. გავაუქმეთ ეს სიბინძურე, მაგრამ ძირითადი ნაწილი დავრჩებით აქ საღამომდე”, - განაცხადა „პრაიდ ფესტივალის” მოწინააღმდეგეთაგან ერთ-ერთმა პირმა.

მანამდე კი, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე „პრაიდ ფესტივალისთვის“გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ტერიტორიაზე განლაგებული ინვენტარი დააზიანეს. ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის