შალვა პაპუაშვილი - ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების აგრესიის შედეგად პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა.

„ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო.

ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილი - ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა - პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების აგრესიის შედეგად პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა.

„ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ არავინ დაზარალებულია, ამიტომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა. რაც შეეხება თავად ღონისძიების ჩაშლას და იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალადობას ვგმობთ და პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი ვინმე დაკავებული არის თუ არა, მაგრამ როგორც მონაწილეების, ისე ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იყო.

ის, რომ აგრესიის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. მე ვიცი, რომ პოლიცია წინასწარ ემზადებოდა, რადგან ღონისძიების ჩაშლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. მთავარი ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია