პრეზიდენტი - შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება - დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა

შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება, - ამის შესახებ მან დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პრეზიდენტის შეფასებით, დღეს საქართველოში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება დაირღვა.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა, ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველი უწყებები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა