რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პარლამენტთან 20:00 საათზე აღარ შეიკრიბებოდნენ.
„თქვენ 100-ით ნული მოიგეთ. დღეს კონსერვატორულმა ნაწილმა გაიმარჯვეთ", - მიმართა პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ორგანიზატორმა და მათ დაშლისკენ მოუწოდა.
საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი რჩება, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით კვლავ არიან სამართალდამცავებიც.