შალვა პაპუაშვილმა და ფრანსის დრუენმა ფრანკოფონიის ასამბლეაში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დააჯილდოვეს

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდა მოხალისეები მადლობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გაწეული საქმიანობისთვის მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა სერტიფიკატები გადასცეს. „საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. იმედი მაქვს, თქვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც ფრანგულ ენასთან ახლოს ხართ, ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო," - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ახალგაზრდებს. „იმდენად კარგად შეასრულეთ სამუშაო, რომ როგორც ხედავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მოვიდა პირადად თქვენთან," - განაცხადა ფრანსის დრუენმა. მან აღნიშნა, რომ თავად არაერთხელ ყოფილა მოხალისე მსგავს ღონისძიებებში და ეს ახალგაზრდებისთვის საუკეთესო გამოცდილებაა. პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების საქმიანობაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ ჩართული. მათივე ცნობით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესია 4 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება