აშშ-ის საელჩო - ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არადემოკრატიულია - საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას  ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.

„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში