ჯანდაცვის სამინისტრო - იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი  სახელმწიფომ  524 მილიონი ლარით დააფინანსა

2023 წლის იანვრიდან დღემდე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისი, სახელმწიფომ, 524 მილიონი ლარით დააფინანსა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი რეგულაციებით დადგენილი გადახდის ვადების გათვალისწინებით, დღევანდელი მონაცემებით, კლინიკების მიმართ სამინისტროს დავალიანება არ აღინიშნება.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით.

შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოწოდებული, იანვარ-თებერვლის მონაცემები უკვე დამუშავებულია და კლინიკები მიერ გაწეული ხარჯები სრულად არის დაფარული. ასევე, ავანსის სახით, გაცემულია მარტის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების თანხა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში