მეუფე სტეფანე - სოდომური ცოდვა  უნდათ, საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები - ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, თავს მთავარსარდლად მიიჩნევს - თვითონ მშვიდობის მტრედები არიან?

სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები - ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტი ქადაგებისას "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მართლა მოძალადეების“ დაფინანსება ხდება, რომლებიც ძალით „გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს“.

,,ძალიან ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან დაზეპირებული ფრაზები: „ულტრამემარჯვენე“, „მოძალადე ჯგუფები“, ყოველ წუთს იმეორებენ, ამ სახელს არქმევენ ქართველ ხალხს, რადგან საქართველო ამ პოზიციას გამოხატავს. შეიძულე ურჯულოება და შეიყვარე სიმართლე. როცა ეს ხალხი გამოდის ქუჩაში, სხვა გზა არ დაუტოვეს, ძალმომრეობა მიდის, ძალით უნდათ ქართველ ერს მოახვიონ ურჯულოება. ანუ ეს სოდომური ცოდვა უნდათ, რომ საქართველოს მოახვიონ, ამაზე მუშაობს უამრავი დაწესებულება, მრავალი ქვეყნის წარმომადგენლობა, მათ შორის ელჩები, ძალით თავს ახვევენ საქართველოს იმას, რაც საქართველოს არ უნდა. როცა ლაპარაკობს ვინმე მოძალადეზე, მოძალადეები თვითონ ისინი არიან, ვინც ამას საქართველოს თავს ახვევს - სოდომიის ცოდვას. ამ სოდომიის ცოდვის მიღება უნდა მოხდეს საქართველოს მიერ, ამაში უნდათ ჩართონ სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, ჩვენი არჩეული ხელისუფლება და ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, რადგან უნდათ, რომ მათი მეშვეობით განახორციელონ. ჩვენ ერთი გვყავს მასეთი, ის თავს მთავარსარდლად მიიჩნევს, ის ყოველდღე ამას გვახვევს თავს, თავისი მოქმედებით, განცხადებებით საერთოდ დაკარგა ლეგიტიმაცია იმდენად უაზრობაშია შესული საქართველოს მოსახლეობასთან, იმდენად არის დაპირისპირებული. ვინმე ხართ მომხრე, რომ ეს სოდომური, გეი პარადები ჩატარდეს საქართველოში? საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ყველაფერში, რასაც საქართველოს ეკლესია აკეთებს, მიაჩნიათ, რომ საქართველოს ინტერესებს გამოხატავს ჩვენი ეკლესია, ჩვენს ქვეყანაში 90%-ს მოძალადეს რომ ეძახის, თვითონ ისინი ვინ არიან? - თვითონ მშვიდობის მტრედები არიან? ამ დროს მილიარდობით დაფინანსება ხდება აი, ამ მართლა მოძალადეებისა, რომლებიც ძალით გვახვევენ თავს საქართველოსთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. გამოდის, რომ სოდომური ცხოვრება ჩვენთვის სიკეთე უნდა იყოს და ბედნიერება, ჩვენ თურმე ამით უნდა ვიყოთ ნეტარებაში. სად ვართ საერთოდ და საით მივდივართ?! ჩვენ გვინდა ჩვენი მყოფადობა შევინარჩუნოთ და ამ დროს უზარმაზარი იმპერიები თავს გვესხმიან და გვაიძულებენ, ამ მიმართულებით მათ მივყვეთ.

ღმერთს ვთხოვოთ, უფალი შეგვეწიოს და დავდგეთ ბოლომდე როგორც თურქების, არაბების და რუსების წინააღმდეგ ვდგებოდით. ნურავინ ნუ გვაიძულებს, რომ ჩვენმა პოლიციამ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს ძალა იმისათვის, რომ ისინი პროტესტს აცხადებენ სოდომურ ღონისძიებებზე...

თუ მათ თავისთვის რაღაც უნდათ გააკეთონ, როგორც ადამიანის უფლების საკითხში, გააკეთონ თავისთვის სადღაც“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის