მეუფე სტეფანე - წინა ხელისუფლება მართლა ჯალათი იყო, დღეს მათი დიდი ჯალათი ტირის და „სტრიპტიზებს“  ატარებს სასამართლოებზე - უცხო ქვეყნების პრეზიდენტების იმედით ცდილობს, თავი დაიხსნას

წინა ხელისუფლება მართლა ჯალათი იყო. დღეს მათი დიდი ჯალათი ტირის და „სტრიპტიზებს“ ატარებს სასამართლოებზე. უცხო ქვეყნების პრეზიდენტების იმედით და არა თავისი ქვეყნის მოსახლეობის იმედით ცდილობს, თავი დაიხსნას სამართლიანი სასჯელისაგან, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მარტვილის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, მისივე ბრძნებით “დაიხოცა და გააუპატიურეს” უამრავი ადამიანი, “გაძარცვეს ქვეყანა და ახლა უკრაინის ხელისუფლების იმედი აქვს”.

მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეში.

,,წინა ხელისუფლება მართლა ჯალათი იყო. დღეს მათი დიდი ჯალათი ტირის და „სტრიპტიზებს“ ატარებს სასამართლოებზე. უცხო ქვეყნების პრეზიდენტების იმედით და არა თავისი ქვეყნის მოსახლეობის იმედით ცდილობს, თავი დაიხსნას სამართლიანი სასჯელისაგან. მისი სასჯელი ეს არის ძალიან მინიმუმი. უამრავი ადამიანია, რომლებსაც გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი და გაცილებით დიდი სასჯელი აქვთ. სიგიჟემდე მივედით. გაძარცვეს ქვეყანა, დაარბიეს მოსახლეობა. საერთოდ რა შუაშია უკრაინის ხელისუფლება, ვინ ჰკითხავს. ადამიანი დასჯილია სასამართლოთი, თუ რამე უნდა შეეწინააღმდეგოს სამართლებრივი წესით და არა პოლიტიკური. დაამტკიცოს რომ არაა დამნაშავე და მართალია. მაშინ შეუძლია ილაპარაკოს ხმამაღლა, რომ ეს კაცი ტყუილად არის ციხეში. როცა ვიცით, რომ ამ კაცს ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის თავის ერის წინაშე და ზოგადად ადამიანურობის წინაშე. ყველამ კარგად ვიცით რამდენი ადამიანი დაიხოცა მისი ბრძანებით, რამდენი ადამიანი გააუპატიურეს, რამდენი დასაჯეს, რამდენს წაართვეს ქონება. ეს დადგინდა სასამართლოთი და თუ ეს ყველაფერი ტყუილია სასამართლო წესით დაუპირისპირდნენ ამას, გამოიძიონ და დაამტკიცონ, რომ ასე არ ყოფილა. კუჭის რაღაც ნაწილი ამოიჭრა, რომ არ გასუქდეს და ამის გამო დასუსტდა. მერე კიდე კალორაჟს აკლებენ, რომ ეს ფარსი დადგან. ეს სასაცილოა და ამაში პრეზიდენტები ერთვებიან“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

მიტროპოლიტი სტეფანე უკრაინაში მიმდინარე ომსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის უკრაინის გამარჯვების მომხრეა.

,,მე ბევრჯერ ვთქვი, რომ უკრაინის გამარჯვების მომხრე ვარ, რადგან რუსეთი არასწორად, უსამართლოდ თავს დაესხა და თავისთავად უკრაინა ამ ომში მართალია. ჩვენ ამ ომში მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამ დროს მათი თანამდებობის პირები პირდაპირ შეურაცხყოფას გვაყენებენ საქართველოს. ამბობენ რომ ხალხი კარგია და ხელისუფლება არის ცუდი. დახმარებაც, რაც გავუგზავნეთ ხელისუფლების გარეშე წავიდა? ელჩი რომ გამოგვიგდეს რაღაც სისულელე მიზეზით. თვითონ მიჯნავენ ხალხს და ხელისუფლებას, რაც არასწორია და რადგან ზელენსკიმ დაგმო, ჩვენმა ხალხმაც უნდა დაგმოს ხელისუფლება და გამოუშვას მიშა სააკაშვილი ციხიდან და დასვას ისევ სათავეში და ამ ფონზე ჩვენ ჩაგვითრევენ ომში, მათ დავალებებს პირდაპირ მისცემენ და გადააყირავებენ ქვეყანას, ისე როგორც ადრე, 2008 წელს და ისევ არეულობას დასთესენ. ულტიმატუმის ენით გველაპარაკებიან. ნიკა გვარამია გამოუშვეს ციხიდან, გამოუშვა იმან, ვისაც ყველაზე მეტად აგინებდა, ის არ არის ნამდვილი ხელისუფალი, ის არის მარიონეტი და მარიონეტობას ყველგან ავლენს ის ქალბატონი, რომ ზის იქ და რისი მთავარსარდალი, ომი რომ დაიწყოს, სად გაძვრება ღმერთმა უწყის. მისი წინა მთავარსარდალი გვახსოვს გორში რა გააკეთა, თვითმფრინავი, რომ დაინახა. ღმერთმა ჩვენ მოგვცა ჩვენი ქვეყანა და სარწმუნოება, რომელსაც ვიცავთ", - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება