„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივლისს, 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი, კვერნაულა, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, სიმხევი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა