ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მხარეების დასკვნითი სიტყვებისა და ბრალდებულების საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა.

ადვოკატებს მოცემულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს, რაც ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს. უფლებადამცველების თქმითვე, სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები იმ არგუმენტებს აბათილებდნენ, რასაც პროკურატურა ეყრდნობოდა.

პროკურატურა კი აცხადებს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ბრალდების მხარის განმარტებით, სასამართლოში საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული დოკუმენტაცია გამოიკვლიეს, რაც გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე 2 ეპიზოდად მიმდინარეობდა, რომელთაგანაც ერთის განხილვა დასრულდა. აღნიშნულ ეპიზოდს 9 ბრალდებული ჰყავს, მათ შორის არის „გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე, ბრალდებულები არიან - დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი და გიორგი გობეჯიშვილები, ლაშა ჭიღიტაშვილი და ბექა მურღვლიანი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტის“ დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარდგენილი აქვს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება