M&i-ის ფორუმის მონაწილე - მადლობა ტურიზმის ადმინისტრაციას შესაძლებლობისთვის, შევხვედროდით პოტენციურ პარტნიორებს

M&i-ის გლობალური ფორუმის მონაწილეები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს აფასებენ.

ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიების წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები ქართველ კოლეგებთან გამართეს.

“მადლობას ვუხდი m&i-ის და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ფორუმის ორგანიზებისთვის. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა შევხვედროდით მიმწოდებლებს, პოტენციურ კლიენტებს. საქმიანი ტურიზმის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. გაყიდვების კომპანიებისთვის საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულება ჯერ კიდევ კარგად არ არის შეფასებული. თქვენს ქვეყანაში MICE მიმართულებით შესაძლებელია სრულიად ახალი, უნიკალური პროდუქტების აღმოჩენა და შექმნა“, - აცხადებს ფორუმის მონაწილე იაპრაკ რენდა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობითვე, ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის