m&i ფორუმის ბიზნეს განვითარების დირექტორი - მთელი ევროპიდან საქართველოში Top კომპანიები ჩამოვიყვანეთ, ვფიქრობ კარგ შედეგს მივიღებთ

m&i საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები თბილისში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დადებითად აფასებენ. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა, სადაც დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების მსხვილი კომპანია მონაწილეობდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ რომ ეს ფორუმი საქართველოში ჩატარებულიყო, რომელიც ძალიან ბევრისათვის საყვარელი ტურისტული მიმართულებაა. ამ ფორუმს დიდი ხნის წინ ვგეგმავდით. მთელი ევროპიდან საქართველოში Top კომპანიები ჩამოვიყვანეთ. ვფიქრობ კარგ შედეგს მივიღებთ. ჩვენ უკვე ვიხილეთ, თუ როგორი თბილი მასპინძლობა იციან საქართველოში და იმედი გვაქვს აქ ისევ დავბრუნდებით“, - განაცხადა m&i ფორუმის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, ფარუ ჰაშიმოვმა.

ადმინისტრაციის ცნობითვე, საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს