ბექა ლილუაშვილი - ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა კონკრეტული სიგნალია - პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არავის სხვას!

ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არყოფნა კონკრეტული სიგნალია - განიხილებოდეს რეგიონალური კონტექსტი, უკრაინის უსაფრთხოების ჩარჩო, ნატო-სთან მისი დაახლოება და საქართველო ამ დისკუსიის ნაწილი არ იყოს, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არავის სხვას! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

როგორც ლილუაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწადინებით საქართველოს წვლილი - მის მიერ გადახდილი ფასი და გამოვლილი მძიმე დღეები, ფაქტობრივად გამქრალია.

„საერთოდ საკითხავია, არის თუ არა ამ ქვეყნის ხელისუფლება უნარიანი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნები უზრუნველყოს. იმართება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უკრაინის კონტექსტი იქნება, მაგრამ ამ სამიტზე უმაღლესი თანამდებობის პირები - ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს - წარმოდგენილი არ იყოს, ეს კონკრეტული სიგნალია. სამიტის შედეგებზე პროგნოზების გაკეთება ძნელია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის