ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს, მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელს კოლომბე დე მერსისა და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ოფიცერს, ოლიკო შერმადინს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე, ხაზი გაესვა ბიუროს ეფექტიან ფუნქციონირებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება