„აქსელი“ და „ტერა ბანკი“ 18 ივლისს საინვესტიციო შეხვედრას გამართავენ

„აქსელი“ და „ტერა ბანკი“ 18 ივლისს საინვესტიციო შეხვედრას გამართავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას „აქსელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას „აქსელის“ წევრები, პოტენციული წევრები და ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანები დაესწრებიან.

აქსელი“ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ქართული ტექნოლოგიური „სტარტაპ“ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, „ჭკვიანი ფულის“ ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 80-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს. რა ხდება 18 ივლისს? - 2023 წლის 18 ივლისს „აქსელი“, „ტერა ბანკის“ მხარდაჭერით, საინვესტიციო შეხვედრას გამართავს, რომელსაც დაესწრებიან „აქსელის“ წევრები, პოტენციული წევრები და ანგელოზი ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანები.

შეხვედრის ფარგლებში ტექნოლოგიური „სტარტაპები“ აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას შეეცდებიან. შეხვედრა, ასევე, „აქსელის“ პრეზენტაციის ნაწილსაც მოიცავს. ასე რომ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებული ხართ და გსურთ, დაესწროთ „აქსელის“ საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც მომავალი ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

თუ „სტარტაპის“ დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებში ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://lnkd.in/dsW8ufGh „აქსელისა“ და „ტერა ბანკის“ პარტნიორობა -აქსელისა“ და „ტერა ბანკის“ პარტნიორობით გამართული ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერებას. ამ პროცესში სხვადასხვა სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ტერა ბანკი მხარს უჭერს „აქსელის“ ინიციატივებს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებით, რაც ეკოსისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გამოიწერეთ „აქსელის“ სოციალური მედიის ანგარიშები: Facebook; LinkedIn; Instagram“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის