m&i-ის ფორუმის მონაწილე ირმა კოდუა - ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ m&i გლობალურ საერთაშორისო ფორუმში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან დაემყარებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Grata DMC-ის დამფუძნებლის ირმა კოდუას განცხადებით, საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია.

„ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. აქ ჩამოსულ საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აინტერესებთ განსაკუთრებული ადგილები და პროდუქტები, რომლებიც შეუძლიათ თავიანთ კორპორაციულ ტურისტებს შესთავაზონ, რომელიც მაღალმხარჯვეუნარიანები არიან. საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მონაწილეები უშუალოდ ეცნობიან, ჩვენს ტურისტულ პოტენციალს, იღებენ გამოცდილებას და საქართველოს მიმართულებას უფრო კარგად შესთავაზებენ თავიანთ მომხმარებელს“, - აცხადებს ფორუმის მოწილე, Grata DMC-ის დამფუძნებელი, ირმა კოდუა.

მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმის მიზანია, საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!