„თაობები საქართველოსთვის“ წევრები ახალციხეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი, პოლიტიკური საბჭოსა და პარტიის წევრებთან ერთად, ახალციხეში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათი ცნობითვე, პარტიის წევრებმა, პარტიის დაფუძნების საჭიროებაზე, სამომავლო გეგმებისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.

„ახალი პარტია ვართ, 21 მაისს გვქონდა დამფუძნებელი ყრილობა , ამის შემდგომ დავაანონსეთ, რომ მოვივლიდით საქართველოს და ვესტუმრებოდით ყველა რეგიონს, რათა მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი ხედვები. არასტანდარტული პარტია ვართ, გვაქვს ახალი და განსხვავებული ხედვები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები, მოსახლეობას პირისპირ გავაცნოთ, ადგილზე გავეცნოთ მათ პრობლემებს და მოვისმინოთ მოსახლეობის აზრები და საჭიროებები“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა.

პარტიაში აცხადებენ, რომ აპირებენ როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რაიონული ორგანიზაციების შექმნაც იგეგმება.

„ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ის არის, რომ ჩვენ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ, თუ კოალიციური ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება. ამ შემთხვევაში კი, კოალიციაში უნდა იყოს 3-7 პარტია.

ჩვენ ვართ პროდასავლური პარტია. ევროპაში და ევროპასთან ერთად ვუყურებთ ჩვენს მომავალს. ჩვენი მომავალი დასავლეთია“, - აცხადებს შალელაშვილი.

შეხვედრა ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც პარტიაში ამბობენ, მსგავსი სახის შეხვედრები მოსახლეობასთან, აქტიურ რეჟიმში, მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს