გიორგი ამილახვარმა სასკოლო კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“  გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სასკოლო კონკურსის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უმნიშვნელოვანესია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების შესარიგებლად, ჩვენს შორის ხიდების აღსადგენად, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში გამოაცხადა კონკურსი "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი". კონკურსში უამრავი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებისგან და მასწავლებლებისგან იყო ძალიან დიდი ინტერესი და გამოხმაურება. დღეს კი გამოვავლინეთ გამარჯვებული პროექტები, მათ შორის, პირველი ადგილი აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა დაიკავა, რაც ალბათ სიმბოლურიც არის.

მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო განათლების ნაწილში ფართოდ იყოს გაშლილი აფხაზეთის ისტორია და კულტურა, რათა ბავშვებმა არ დაივიწყონ ის ტრადიციები და ურთიერთობები, რაც ჩვენს შორის არსებობდა და არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაერთიანდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

უწყების ცნობითვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა სასკოლო კვირეული, რომლის მიზანს აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენდა.

„სასკოლო კვირეული საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა. სამინისტროში წარმოდგენილი 445 საკონკურსო ნამუშევრიდან, ჟიურის მიერ, სულ 13 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.

I საპრიზო ადგილი აფხაზეთის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა, II ადგილზე თბილისის 149-ე საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო, III ადგილი სკოლამ „ლომისი-1" დაიკავა.

I, II, III საპრიზო ადგილების გარდა, ჟიურის მიერ დაწესებული ნომინაციით, კონკურში გამარჯვებული კიდევ 10 სკოლა გახდა. თითოეულ სკოლას დიპლომებთან ერთად, სხვადასხვა პრიზი გადაეცა.

მოსწავლეების მიერ შექმნილი პროექტებით – ვიდეორგოლებით, ვიდეოთამაშების კონსტრუქციებით, მაკეტებით, ესეებითა და ბლოგებით, გადმოცემული იყო აფხაზეთის ტრადიციები, კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა კონკურსი პერმანენტულად იმართება. სამინისტროს მიზანია მოსწავლეებში ჰუმანურ ღირებულებებზე ორიენტირებული, სამოქალაქო, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო