არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი

ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა და როგორმე დააზიანოს საკუთარი სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ ამით პოლიტიკური ქულები მოიპოვოს.

„საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო პარტნიორი და არაწევრ ქვეყნებს შორის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ნატოს საერთაშორისო მისიებში. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მიღებული იყოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საქართველო იმსახურებს - საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული, ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.

რაც შეეხება კრიტიკას - გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს საკუთარი სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ ამით პოლიტიკური ქულები მოიპოვოს, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნებზე ამას სათანადოდ აფასებს. ჩვენი გუნდის და თითოეული ლიდერის მოლოდინი არის, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით და ის გზავნილი, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იყო გაკეთებული თავის დროზე, გაძლიერდება და სამომავლო განვითარების ტრაექტორიას ცხადად გამოაჩენს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო