„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ი  გაიმართა

„თიბისის“ მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire წარმატებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კონფერენციას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მასში მონაწილე IT მენეჯერებმა, ინჟინრებმა და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ტრენდები გაუზიარეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა და უცხოელმა სპიკერებმა, 4 ძირითად თემაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო საკუთარი სივრცით, სადაც „თიბისის“ ტექ გუნდმა, 200 პროფესიონალს საკუთარი DevOps გამოცდილება გაუზიარა. ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძირითადად ტექნიკური ნაწილი მოისმინეს, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმო.

„თიბისი“ ტექნოლოგიური კომპანიაა და ჩვენ, ჯგუფის მასშტაბით, ბევრ საინტერესო სიახლეს ვნერგავთ. აღნიშნული კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ ტექ კომუნას კიდევ ერთხელ გავაცნოთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენთან. ზოგადად, „თიბისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომუნის განვითარება, რადგან ტექნოლოგიებს შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა, სწორედ ამიტომ განვაგრძობთ ტექნოლოგიების მხარდაჭერას საქართველოში“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტექნოლოგიური კონფერენცია, HT Solutions - ის ორგანიზებით, 2018 წლიდან ტარდება და მისი მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური კომუნის მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება