თბილისის მერია - გლდანის რაიონში კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის მესამე მიკრორაიონის N72 კორპუსთან დასრულდა.

„შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 47 5010 ლარამდე დაიხარჯა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას