ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  - იანვარ-ივნისის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 11,26 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,89 ათასი ტონა) შედარებით, 1,37 ათასი ტონით ანუ, 13,9%-ით მეტია. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 2,40 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,27 ათასი ტონა (20,2%); გერმანია - 1,29 ათასი ტონა (11,5%), აზერბაიჯანი - 0,69 ათასი ტონა (6,1%); და სხვ.

„2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 54,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (54,3 ათასი ტონა) შედარებით 0,3 ათასი ტონით, ანუ 0,5%-ით მეტია.

მათ შორის, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 47,1% (25,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,9% (12,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 18,1% (9,9 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 11,2% (6,1 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 0,7% (0,4 ათასი ტონა) - მალტიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა