ვაკის პარკის საქმეზე გამართლებული პირი - სასამართლოსგან სულ სხვა რაღაცას ველოდით - იმასაც არ ველოდი, რომ აქ ვიქნებოდი

ვალერი გობეჯიშვილი, რომელიც ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან „სულ სხვა რაღაცას ელოდა“.

აღნიშნულის შესახებ ვალერი გობეჯიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც პატიმრობიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა, ხოლო მისი ძმა გიორგი გობეჯიშვილი სხვა ბრალდებულებთან ერთად პატიმრობაში დატოვა.

„[ელექტრო კაბელის იზოლაცია] არ დაზიანებულა, მუშაობის დროს ნამდვილად არ დაზიანებულა... სულ სხვა რაღაცას ველოდით, მე იმასაც არ ველოდი, რომ აქ ვიქნებოდი, მაგრამ დღესდღეობით ასეა“, - განაცხადა ვალერი გობეჯიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა. უფრო კონკრეტულად, თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: „გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

რაც შეეხება ვალერი გობეჯიშვილის გათავისუფლების საკითხს, როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან განამარტა, აღნიშნული პირი იყო შემდუღებელი ხელოსანი, ის ძმასთან [გიორგი გობეჯიშვილი ] ერთად მონაწილეობდა შედუღების სამუშაოებში, მისი როლი ძმასთან შედარებით ნაკლები იყო ამ სამუშაოსთან მიმართებაში. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის