გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივლისს 07:00-დან 07:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ცხვარიჭამია, ბურიანი, ახალუბანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, ნაოზა, აღდგომლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ქსანი, ძეგვი, ქსოვრისი, ქანდა.

ინფორმაციის თანახმად, 07:00-დან 07:15 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭოპორტი, ახატანი, აბანოსხევი, წითელსოფელი, ჩანადირთკარი, საკრამული, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება