ირაკლი ნადარეიშვილი - მნიშვნელოვანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება - ეს საშუალებას გვაძლევს, ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილებები დროულად მივიღოთ

მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს და შესაბამისად, მისი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ქართული ბიზნეს-სექტორისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დღესაც გამოწვევად რჩება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო და „აწარმოე საქართველოში“ მუდმივად ზრუნავენ პროგრამების მოდიფიცირება-განახლების კუთხით, რათა ისინი იმ საჭიროებებზე იქნას მორგებული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს კონკრეტულ მოცემულობაში აქვს.

„მინდა, ხაზი გავუსვა, მაგალითად, პანდემიის პერიოდს, როდესაც ჩვენ მთლიანად გადავაწყვეთ პროგრამები იმ საჭიროებებზე, რაც დაკავშირებული იყო მაშინ არსებული გამოწვევების გადალახვასთან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ხდებოდეს პროგრამების ეფექტურობის, მათი ზეგავლენის შეფასება - ეს საშუალებას გვაძლევს, რომ დროულად მივიღოთ ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილებები პროგრამების დიზაინის ცვლილებასთან დაკავშირებით, ვიზრუნოთ ამა თუ იმ სექტორისთვის ახალი ინსტრუმენტების შემოღებაზე, რაც მუდმივად ხდება „აწარმოე საქართველოში“ არსებობის განმავლობაში. მაგალითად: რამდენიმე წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ძალიან წარმატებული ინსტრუმენტი - საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი გახდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოში“ ფართო სპექტრს პროგრამების უზრუნველყოფის მიმართულებით მომავალშიც აქტიურად იმუშავებს. ამასთან, ყველა პროგრამა დაფუძნებული იქნება შეფასებასა და მისი ბენეფიციარი ბიზნესების საჭიროებებზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ათი წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამების ეკონომიკური გავლენის პრეზენტაციას დღეს საჯარო უწყებების, დონორი ორგანიზაციების და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს პროგრამების ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული შედეგები გააცნო.

მათივე ცნობით, პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში სააგენტოს საშუალებას აძლევს, ეფექტურად შეაფასოს თავისი როლი სხვადასხვა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით - კერძოდ, რა კომპონენტში და რა ტიპის სერვისის მიწოდება სჭირდება კერძო სექტორს. მიღებული დასკვნები სააგენტოს საქმიანობასა და პროექტებში იქნება გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, მისი არსებობის მანძილზე, ანუ 10 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ დაფინანსდა 11,000 - მდე პროექტი, ჯამურად კი 60,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამასთან, მნიშვნელოვანია სესხის პროცენტის სუბსიდირების ეფექტი - სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს. მთლიან შიდა პროდუქტში კი, 1 ლარის კონტრიბუცია 4.2 ლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო