თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა

თბილისში იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო გაიხსნა. იურიდიული დახმარების სამსახურის ცნობით, ლენტი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ, ბიუროს უფროსმა თეონა კვერნაძემ და ILAF -ის პროგრამის დირექტორმა ალან დალმა გაჭრეს.

ამავე ინფორმაციით, ბიუროში დასაქმებულია 19 საზოგადოებრივი ადვოკატი, რომლებიც რამდენიმე განხრით იმუშავებენ: სისხლის სამართლის მიმართულებით განხორციელდება არასრულწლოვანი მოწმის და სტატუსის მქონე პირთა დაცვა, იმუშავებენ საპროცესო შეთანხმების გაფორმების და განაჩენის აღსრულების ეტაპზე შემოსულ საქმეებზე;

“სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები გაუძღვებიან თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებით შემოსულ საქმეებს; ჩაერთვებიან არასრულწლოვანის მშობლისგან განცალკევებასთან, ნახვის დღეების განსაზღვრასთან, მინდობით აღზრდასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, ჩამორთმევასთან დაკავშირებულ დავებში; ასევე, იმუშავებენ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში

მოთავსების/ვადის გაგრძელების შესახებ შემოსული საქმეებზე, სამედიცინო, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე.

სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს ფუნქციონირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/სავარაუდო მსხვერპლთა ინტერესების დაცვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ აღნიშნა, რომ სპეციალიზებულ საქმეთა ბიუროს გახსნა არის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების ახალი ეტაპი.

მან მადლობა გადაუხადა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნულ საქმეში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო