ალდაგი საქართველოს რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონის მონაწილე იყო

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ორგანიზებული საქართველოს პრო ბონო ქსელისა და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე პრო ბონო მარათონის მონაწილე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრო ბონო მარათონი ექსკლუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა გუნდები მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობენ, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

„წლევანდელი მარათონის ფარგლებში, „ალდაგის“ ჩართულობით, საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონისთვის, მათი საქმიანობის ამსახველი საპრეზენტაციო გრაფიკული ვიდეო რგოლი მომზადდა, რომელსაც წინ, რამდენიმე კვირიანი სამუშაო პროცესი უძღვოდა.

საქართელოს პრო ბონო ქსელში ალდაგი რამდენიმე მიმართულებით არის ჩართული და სამოქალაქო ორგანიზაციებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვის, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში უწევს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე აბუაშვილი, განმარტავს, “ალდაგი“ საქართველოს პრო ბონო ქსელის აქტიური პარტნიორია.

„მოხარულები ვართ, რომ როგორც ქსელის წევრებს, კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა და დავხმარებოდით მათ პროფესიული რჩევით მეტი წარმატების მისაღწევად. წელს ჩვენი ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაცია - ორიონი იყო, რომელსაც კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გუნდმა გაუწია“, - აღნიშნავს სალომე აბუაშვილი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება