ანა მალიარი - ჩვენი სამხედროები ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს აკონტროლებენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებს ქალაქი ბახმუტი და ასევე ამ ქალაქში რუსი სამხედროების გადაადგილება საცეცხლე კონტროლის ქვეშ აქვთ აყვანილი.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელი გახდა ქალაქის გარშემო მთავარი სიმაღლეების დაკავების წყალობით.

„უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი სამხედროები საცეცხლე მხარდაჭერით აკონტროლებენ ქალაქ ბახმუტში შესასვლელებს და გასასვლელებს, ასევე ამ ქალაქში რუსი ჯარის გადაადგილებას. ეს შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც წინ წაწევის პროცესში ჩვენმა სამხედროებმა მოახერხეს ამ ქალაქის გარშემო არსებული სიმაღლეების დაკავება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება