საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ჯვარ-ხატების გამოფენა გაიმართება

სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11 ივლისს, 12:00 საათზე, სამების ტაძრის (პირველი სართული) საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ჯვარ-ხატების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ხეზე ნაკვეთი ჯვარ-ხატები. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, პენიტენციური სისტემა ზრუნავს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე და ისეთ საქმიანობაში ჩართვაზე, რომელიც გათავისუფლების შემდგომ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ბენეფიციარებს. სწორედ ამ მიზნით და მსჯავრდებულთა მოთხოვნით, უკვე არაერთი წელია საქმიანობას ახორციელებს პენიტენციური სამსახურის მიერ დაქირავებული ხეზე კვეთის პედაგოგი 4 პენიტენციურ დაწესებულებაში.

„9 წლის განმავლობაში დაწესებულებებში დიდი რაოდენობის ნამუშევარი შეიქმნა, ბევრი მსჯავრდებული დახელოვნდა ხეზე კვეთის საქმეში, რაც არა მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებაში დროის მიზნობრივ გამოყენებას უწყობს ხელს, არამედ გათავისუფლების შემდგომ, რესოციალიზაციის ეტაპზე, მათ დასაქმებასაც.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 300-მდე ხეზე ნაკვეთი ექსპონატი. ფართო აუდიტორიისთვის მსჯავრდებულთა ნამუშევრების წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება მათი აქტიური ჩართულობისა და პროფესიონალიზმის შესახებ ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ყოფილი პატიმრების მიმართ სტიგმის შემცირებას, რეინტეგრაციას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. გამოფენა დაიხურება 11 ივლისს, 18:00 საათზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება