„ეკოლიდერთა სკოლაში“ სწავლა დასრულდა

გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, „ეკოლიდერთა სკოლაში“ 2023 წლის სასწავლო კურსი დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ეკოლიდერთა სკოლის“ სასწავლო კურსის შემაჯამებელ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.

„აღსანიშნავია, რომ კურსი, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. გასვლითი ტურის ფარგლებში, მოსწავლეები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიას ესტუმრნენ და წყლისა და მიწის კვლევის პროცესებს გაეცნენ. ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მონაწილეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ახალ ზოოპარკში, სამშვილდეს ნაქალაქარსა და ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ნარჩენების გადამუშავების საკითხების გაცნობის მიზნით, შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ და საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. IX-XII კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.

გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება”,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის