აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ თბილისის საკრებულოში შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მოადგილე იგორ კოპალიანთან ერთად, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძეს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო ინიციატივების შესახებ იმსჯელეს.

„საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძესთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის თბილისის ქუჩებისთვის აფხაზეთის გამოჩენილი ადამიანების სახელის მინიჭების საკითხზე, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ სამშობლოს წინაშე.

სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ისეთი ქმედითი ღონისძიებების გატარება, რითაც საქართველოსთვის საამაყო შვილების, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების სახელებს დაუტოვებს მომავალ თაობებს. მადლობას ვუხდი თბილისის საკრებულოს მხარდაჭერისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება