დავით ნარმანია - ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები დეკემბრამდე არ გადაიხედება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის 2022 წელს სემეკის მიერ შემუშავებული რეგულაციების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კომისიისათვის 2022 წელი მნიშვნელოვანი იყო.

ამასთან, მან ტარიფებზეც ისაუბრა და ჟურნალისტებთან განმარტა, რომ არსებული ტარიფები მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება.

„ბუნებრივი გაზის სექტორში მოხმარება იზრდება. ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი დაფინანსების ადეკვატურად, სულ უფრო მეტი ოჯახის ჩართვა ხდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში. შესაბამისად, სულ უფრო მეტი ოჯახი ხდება გაზიფიცირებული. მარეგულირებელმა კომისიამ გასულ წელს დაადგინა როგორც ბუნებრივ აირზე, ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფები და ვალუტის გაცვლითი კურსის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ტარიფები უცვლელი დატოვა. შესაბამისად, ეს ტარიფები მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ბალანსი დაცული ყოფილიყო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. აქედან გამომდინარე, ვიხილავდით მომხმარებელთა საჩივრებს. მილიონ 300 ათას ლარამდე არასწორად ან ზედმეტად დარიცხული დავალიანება ჩამოეწერა წლის განმავლობაში. ჩვენს მიერ დადგენილი იყო სტანდარტები კომუნალური კომპანიებისთვის. მათი დარღვევისთვის მოსახლეობას კომპენსაციის სახით, 800 ათას ლარზე მეტი გადაუხადეს. ელექტრონული სერვისები სულ უფრო მეტად იხვეწებოდა და ხელმისაწვდომი ხდებოდა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ტარიფების გადახედვა, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ დეკემბრამდე ტარიფი არის დადგენილი და ამ ვადის ამოწურვამდე, ეს საკითხი არ გადაიხედება.

„მარეგულირებელ კომისიას დროებითი ტარიფი აქვს დადგენილი, რომელსაც აქვს თავისი ვადა. ეს ვადა რომ ამოიწურება, კომისია გადახედავს. დეკემბრამდე არის დადგენილი მოქმედი ტარიფი", - განაცხადა ნარმანიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის