კომპანია „სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სქილვილი“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური ონლაინ აკადემიაა, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკის, პროფესიის ადამიანს, დაინტერესებულს ისეთი პროფესიებით, როგორიცაა პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი და ხელოვნური ინტელექტი. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ონლაინ აკადემია „სქილვილში“ ტექ მიმართულების, ციფრული მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. აკადემიაში მუდმივად ზრუნავენ იმაზე, რომ სტუდენტებმა გამოიმუშაონ საჭირო უნარები და შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაიცნონ სფეროს პროფესიონალები, რაც წარმატებულად დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

„სქილვილის“ საქმიანობა მოიცავს სამკომპონენტიანი სწავლების მოდელს. კერძოდ, ტექნიკური ცოდნა, კარიერული ზრუნვა, „ნეთვორქინგი“ - პროფესიული კავშირები.

საგულისხმოა, რომ აკადემიას, 2022 წლიდან, 1500-ზე მეტი სტუდენტი და 30-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს. „სქილვილი“ თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

აღსანიშნავია, რომ „სქილვილის“ აკადემიას რეგიონული პროექტები აქვს და აქტიურადაა ჩართული მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთი მხრივ, ტექ და ციფრული განათლების პოპულარიზაციაში და მეორე მხრივ, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაში. აკადემიაში სწავლება ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველი კურსი აირჩიოს და ნებისმიერი წერტილიდან გაიღრმაოს ცოდნა ან თუნდაც შეიცვალოს პროფესია.

„საქართველოში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კვალიფიციური კადრებით ბაზრის დაკმაყოფილებაა. კადრების დეფიციტის პრობლემას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის BAG ინდექსის კვლევის მაჩვენებლებიც, შესაბამისად, „სქილვილის“ და ზოგადად სასწავლებლებისა და აკადემიების აქტიური და ხარისხიანი მუშაობა, მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. წარმატებებს ვუსურვებთ „სქილვილს“ ამ უდიდეს საქმეში, რასაც განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება ჰქვია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა პროდუქტიული და ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება