გრიგოლ გიორგაძე - იმ რეფორმებისთვის, რომლებიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება,  სამართლებრივი საფუძვლების შექმნა აუცილებელია - თავდაცვის კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს დაადგენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი, რომელსაც პარლამენტში კენჭი მეორე მოსმენით უნდა უყარონ, ქართველებისა და დასავლელი პარტნიორების ფართო დისკუსიის შედეგი იყო და მისი მიღების წინააღმდეგი მხოლოდ პარტია „გირჩი“ რჩება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავდაცვის ახალი კოდექსი იმასაც ითვალისწინებს, რომ სამხედროებისთვის საცხოვრებელი უბნის მშენებლობა გაგრძელდეს.

მისივე თქმით, „გირჩის“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთო საცხოვრებელი უბანი რუსეთისთვის ქართველ სამხედროებზე თავდასხმას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, აბსურდულია, რადგან მსგავსი ლოგიკით, სამხედრო ბაზებიც არ უნდა არსებობდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია იცოდეს, რადგან „გირჩმა“ ამ კოდექსის წინააღმდეგ კამპანია ააგორა. კოდექსი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მასზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები მუშაობდნენ. ჩვენ ნატო-ს მხარდაჭერით თავდაცვის ძალების განვითარების 10 წლიანი გეგმა გვაქვს. იმ რეფორმებისთვის, რომლებიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. თავდაცვის კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს დაადგენს, გაზრდის სტატუსთან თავსებადობას და ყველაფერს ერთ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს.

მინდა საზოგადოებას მადლობა ვუთხრა. მიუხედავად იმისა, რომ „გირჩის“ მხრიდან, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო, მთელი კამპანიაა დაწყებული, საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს. ჩვენს სამხედროებს, რომლებიც თავდაცვის კოდექსის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ, ევროპული გამოცდილება და განათლება აქვთ, კოდექსი ფართო დისკუსიის შედეგი იყო, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების ჩართულობით და მხოლოდ „გირჩი“ რჩება ამის მოწინააღმდეგე.

„გირჩის“ განცხადება, რომ სამხედროებისთვის საცხოვრებელი უბნის მშენებლობა მათთვის მეტი საფრთხეა, რადგან რუსეთისთვის უფრო ხელმისაწვდომები იქნებიან, აბსურდია. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ჩვენი სამხედროების დაფასებისთვის სწორედ ბინათმშენებლობის პროექტია. მახათას მთაზე ჯარის ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს. კოდექსი ითვალისწინებს იმასაც, რომ ეს პროექტი გარანტირებულად გაგრძელდეს. იმ ლოგიკით, რომ ეს რუსეთიდან საფრთხეს გაზრდის, მაშინ არც სამხედრო ბაზები არ უნდა გვქონდეს. ჩვენი სამხედროები კმაყოფილები არიან ჯიმით, რომ ყველაზე რისკიანი პროფესიის პარალელურად, შესაბამისი სოციალური დაფასება აქვთ“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი