ფრიდონ ინჯია - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს, - ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას - ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, - განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა