პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას არ ეთანხმება და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას არ ეთანხმება და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, წარდგენილი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ცალსახად იძლეოდა.

“ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სამწუხარო პრეცედენტია და ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში. მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი პრაქტიკა იქნეს ჩამოყალიბებული ოჯახში ძალადობის საქმეებზე, ვინაიდან, ძალადობის ჩამდენმა პირმა, მიუხედავად საზოგადოებრივი განწყობებისა, სხვების თანასწორად კანონის წინაშე აგოს პასუხი,” - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში