ირაკლი ჩიქოვანი - საქართველო ერთ რამეშია ჩამორჩენილი უკრაინასთან მიმართებაში, ჩამორჩენილია მხოლოდ ომის არარსებობით, დანარჩენი თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა არის ლიდერი

საქართველო ერთ რამეშია ჩამორჩენილი უკრაინასთან მიმართებაში, ჩამორჩენილია მხოლოდ ომის არარსებობით. დანარჩენ შემთხვევაში, საქართველო არის ლიდერი, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირის, ასევე, ნატოს მიმართულებით, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მიუხედავად მისი ოფიციალური პირების მოწოდებებისა.

„თქვენ კარგად ხვდებით, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს წევრ სახელმწიფოებს შორის, თუ როგორ უნდა განვითარდეს უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო იქნება წარმოდგენილი ევროატლანტიკურ საბჭოზე. საქართველოზე იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და გავაგრძელებთ ამ გეგმით მუშაობას. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მეგობარ ერს, უკრაინას, მისცემენ უფრო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიას, დიახ, ეს ჩვენც გვინდა. გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს უკრაინის ოფიციალური პირების გადაწყვეტილებები და მოწოდებები საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან მიმართებაში. ეს ჩვენს მხარდაჭერას არ შეცვლის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება