ნელი დოროყაშვილის ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილას სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, ეს საქმე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდებოდა - არაერთი გარემოება მიუთითებდა, რომ მართლმსაჯულება მიკერძოებული იქნებოდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილას ნებისმიერი სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, ეს საქმე აუცილებლად ყველა ინსტანციაში გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდებოდა - არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება მიკერძოებული იქნება, - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ორივე ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.

„ამ სისხლის სამართლის საქმეს რომ მოვაშოროთ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი და მის ადგილას ნებისმიერი სხვა მოქალაქე ყოფილიყო, ეს საქმე აუცილებლად ყველა ინსტანციაში დასრულდებოდა გამამტყუნებელი განაჩენით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ორივე ინსტანციამ არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა და რომელმაც ეს გავლენა მართლმსაჯულების გამოყენების პროცესში გამოიყენა. ამ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმისთვის, რომ გამოტანილიყო გამამტყუნებელი განაჩენი. არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება იქნება მიკერძოებული და მათ შორის უპირველესი იყო წინასაარჩევნო პროცესებში მისი მონაწილეობა და აქტიური მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიმართ“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო