ილიაუნის პროფესორების სტატია რეიტინგულ ჟურნალში - LANCET PSYCHIATRY გამოქვეყნდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, ჯანა ჯავახიშვილისა და ნინო მახაშვილის თანაავტორობით, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Lancet Psychiatry (იმპაქტფაქტორი 64.3) გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით - Providing immediate digital mental health interventions and psycho-trauma support during political crises.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტატია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისს შეეხება, რომელიც დაცული ონლაინ პლატფორმისა და ონლაინ კონსულტაციის საშუალებით, ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრებ რეპრესირებულ ადამიანებს ემსახურება.

„ეს სერვისი ჯანა ჯავახიშვილმა და ნინო მახაშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან, ფედერაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ და ჩეხეთის საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტთან ერთად განავითარეს.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე.

ჟურნალი Lancet Psychiatry ფსიქიატრიული პროფილის ჟურნალებს შორის რეიტინგით მსოფლიოში მეორეა და მისი იმპაქტფაქტორია 64.3. მასში გამოქვეყნებული კვლევები მსოფლიოში არსებულ ფსიქიატრიულ პრაქტიკას ასახავს. თემები ფსიქოფარმაკოლოგიას, ფსიქოთერაპიას და ფსიქოსოციალურ მიდგომებს მოიცავს ყველა ტიპის ფსიქიატრიულ აშლილობასთან მიმართებით“, - აღნიშნულია ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვრცლად გამოცემის შესახებ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა